თიბისი ბანკი

თიბისი E-commerce-თან ინტეგრაციის პროცესი ორ ძირითად ეტაპს მოიცავს: მერჩანტად რეგისტრაციას და პარამეტრების მოპოვებას.


ნაბიჯი 1: მერჩანტად რეგისტრაცია

თუ ჯერ არ ხართ რეგისტრირებული TBC E-commerce-ის მერჩანტად, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს:

  1. გადადით ბმულზე: https://tbcpayments.ge/details/ecom/tbc
  2. აირჩიეთ რეგისტრაციის ერთ-ერთი მეთოდი:
    • „შეავსე განაცხადი“ – შეავსეთ ორეტაპიანი ელექტრონული განაცხადის ფორმა.
    • „მოითხოვე ზარი“ – დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და თიბისის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ რეგისტრაციის პროცესის გასავლელად.
  3. რეგისტრაციის პროცესში, თქვენი კომპანიის სახელზე ავტომატურად გაიხსნება ახალი ანგარიში.
  4. ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, თქვენ მიიღებთ წვდომას მერჩანტის ონლაინ ადმინისტრაციის პანელზე, სადაც ავტორიზაციას გაივლით TBC ინტერნეტ ბანკის მონაცემებით.
  5. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, თქვენს მერჩანტზე გააქტიურდება ტრანზაქციების სატესტო ლიმიტი, რაც საშუალებას მოგცემთ დაიწყოთ ტექნიკური ინტეგრაცია და ტესტირება.

ნაბიჯი 2: მერჩანტის დაფაზე ავტორიზაცია და პარამეტრების მიღება

ტექნიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელი Client ID-ისა და Client Secret-ის მისაღებად, მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:

  1. გაიარეთ ავტორიზაცია ბმულზე https://ecom.tbcpayments.ge თქვენი კომპანიის დირექტორის პირადი (ფიზიკური პირის) ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელით.
  2. ავტორიზაციის შემდეგ აირჩიეთ თქვენი კომპანია.
  3. მენიუში გადადით განყოფილებაში „საიტების მართვა“.
  4. თქვენი საიტის გასწვრივ დააჭირეთ ღილაკს „დეტალები“.
  5. გადადით „ტექნიკური დეტალების“ ჩანართზე და დააჭირეთ „თვალის“ ღილაკს.
  6. თქვენს ბანკში რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე მიიღებთ ერთჯერად SMS კოდს.
  7. შეიყვანეთ მიღებული კოდი შესაბამის ფანჯარაში.
  8. კოდის სწორად შეყვანის შემდეგ, გამოჩნდება თქვენი Client ID და Client Secret.

მნიშვნელოვანია: Client ID და Client Secret თქვენი მერჩანტის ავტორიზაციის უმნიშვნელოვანესი პარამეტრებია. დაიცავით ეს მონაცემები და არასდროს გაუზიაროთ არაავტორიზებულ პირებს.


თუ ინტეგრაციის პროცესში რაიმე კითხვა გაგიჩნდათ, ან დაგჭირდებათ დახმარება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მეილზე flink@namespace.life